კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეტროპოლიტენის პოლიციელები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ

12 ნოემბერი, 2004

მეტროპოლიტენის პოლიციელები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ

თბილისი.09.11.04.მედია-ნიუსი. ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მეტროპოლიტენის პოლიციიდან დათხოვილმა თანამშრომლებმა სამსახურიდან მათი გათავისუფლება გააპროტესტეს.

მათი თქმით, 8 ნოემბერს, როცა მეტროს სადგურებში საპატრულო პოლიცია შევიდა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსმა მიხეილ სალაძემ მათი გათავისუფლების ბრძანებულება 3 ნოემბერს დაწერა.

ლეიბორისტული პარტიის წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, სააკაშვილმა მოამზადა საკანონმდებლო ბაზა, რათა „შრომითი გენოციდი განეხორციელებინა, რის საფუძველზეც ადამიანებს სამსახურიდან წინასწარ გაფრთხილების გარეშე უშვებენ“.

გუგავა აცხადებს, რომ ლეიბორისტები და მეტროპოლიტენის დათხოვნილი პოლიციელები ერთობლივ საგაფიცვო კომიტეტებს ქმნიან და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

მეტროპოლიტენის პოლიციის უმცროსი სერჟანტის  მამუკა მუნჯიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2004 წლის 30 ივლისს გამოსცა N 297 ბრძანებულება, რის საფუძველზეც, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს, სამმართველოს დაქვემდებარებულ დანაყოფებს და ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი, დანამატის დაფინანსება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტით შსს-თვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. ამის მიხედვით, მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერს ეკუთვნოდა 400 ლარი, თანამშრომლებს ჩინის მიხედვით -330 ლარი.

მამუკა მუნჯიშვილის განცხადებით, მეტროპოლიტენი პოლიციის თანამშრომლებს 70 ლარს უხდიდა, მაგრამ დანამატები მათ 1 აგვისტოდან დღემდე არ აუღიათ, ამიტომ პოლიციელები ითხოვენ დანამატებს, კომპენსაციას მათი გათავისუფლების გამო და ხელისუფლებისაგან განმარტებას, რის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან.

ლეიბორისტული პარტიის წევრის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოში ლეიბორისტული ფრაქციის წევრები დასვამენ საკითხს, რომ მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომლები ხელისუფლებამ აღადგინოს სამსახურში და თბილისის ბიუჯეტმა გადაუხადოს კუთვნილი დანამატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციელებმა შესაძლოა კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართონ.

 

ახალი ამბები