კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად უკვე ემზადება

15 ნოემბერი, 2004

ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად უკვე ემზადება

თბილისი.14.11.04.მედია-ნიუსი. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, პარლამენტარ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლება როგორც ცესკოს, ისე აჭარის საარჩევნო კომისიას ვითომ პროფესიული ნიშნით ქმნის, სინამდვილეში, ეს არის ერთპარტიული მმართველობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა და აჭარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკური პარტიის წევრი გუგული დუიძე შეცვალა „ნაციონალი“ თამაზ შარმანაშვილით, რომელსაც მანამდე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

„მას დაუფასდა შრომა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და ის გადაიყვანეს აჭარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობიდან რესპუბლიკური პარტიის წევრი გუგული დუაძის გათავისუფლება, ფორმალურად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამჟამად საარჩევნო კომისიაში ცხრა წევრიდან შვიდი ხელისუფლებას წარმოადგენს, ორი კი - რესპუბლიკურ პარტიას. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფაღავა კი ლევან ვარშალომიძის ახლო ნათესავია,“- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, „აჭარის საარჩევნო კომისიაში იგივე მოდელია, რაც ასლან აბაშიძის დროს იყო. ხელისულება წინასწარ იჭერს თადარიგს, რომ გააყალბოს მომავალი არჩევნები.“

 

ახალი ამბები