კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 ჩეჩენი უკანონო პატიმრობას ასაჩივრებს

15 ნოემბერი, 2004

5 ჩეჩენი უკანონო პატიმრობას ასაჩივრებს

11 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელებულიყო ე.წ. ჩეჩნების პროცესი, მაგრამ პროკურორის გამოუცხადებლობის გამო პროცესი გადაიდო 18 ნოემბრისთვის. „კავშირი კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ასაჩივრებს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც 5 ჩეჩენ პატიმარს (ხანკუჩაევს, მაგამედოვს, ისაევს, კუშტანაშვილსა და ალიევს) მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა ციხის ადმინისტრაციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლის ბრალდებით.

„კავშირი კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები არჩილ ჩოფიკაშვილი და თეა გადრანი მიიჩნევენ, რომ კანონიერი და დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ამ პირთა მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არსებობის ნიშნები. გარდა ამისა, დადასტურებული ფაქტია, რომ 2002 წლის 4 ოქტომბრისთვის, ანუ იმ პერიოდისათვის, როდესაც მათ ჩაიდინეს დანაშაული, ხუთივე პიროვნება იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. სავარაუდოდ, მათთვის 4 წლიანი სასჯელის შეფარდება მოხდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეს პიროვნებები არ გათავისუფლებულიყვნენ უკანონო პატიმრობიდან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და მოხდეს ხუთივე პიროვნების გათავისუფლება.

ახალი ამბები