კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობოებს შეხვდა

17 ნოემბერი, 2004

მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობოებს შეხვდა

თბილისი.17.11.04.მედია ნიუსი. პრეზიდენტ სააკაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გუშინ გვიან ღამით გამართულ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებასა და მასმედიაში თავისუფლების ხარისხის შეზღუდვაზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტისთვის უცნობია ტელეკომპანიების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები და მან სურვილი გამოთქვა, ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორისგან კონკრეტული ინფორმაცია მიიღოს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან და მასმედიას სთხოვა, ამ სფეროში არსებული პრობლემები მეტი სიფრთხილით გააშუქონ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრეზიდენტი რეგულარულად ითანამშრომლებს მესამე სექტორთან და არასამთავრობოები მიაწოდებენ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენელთა „არასასურველ მოქმედებებზე“. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტი მათ მიერ დასმულ პრობლემებზე რეაგირებას მოახდენს.

ახალი ამბები