კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეტროპოლიტენის მემანქანეებმა აქცია გამართეს

19 ნოემბერი, 2004

მეტროპოლიტენის მემანქანეებმა აქცია გამართეს

თბილისი.18.11.04.მედია-ნიუსი. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა ხელფასის მომატების მოთხოვნით 18 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართეს. მემანქანეების განცხადებით, შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება მათ შრომას.

მეტროპოლიტენის მემანქანეები თბილისის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მეტროპოლიტენის მუშაობით არც თბილისის მერი და არც პრემიერი არ დაინტერესებულა.

„საქართველოს პრეზიდენტი ჩამოვიდა მეტროში და დაინტერესდა ჩვენი მუშაობით, თბილისის მერსა და პრემიერს კი ჩვენი პრობლემები არც აინტერესებს,“- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, თბილისის მთავრობამ მეტროპოლიტენს მოთხოვნილი თანხა შეუკვეცა და სწორედ ამის გამო არ შეუძლია მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობას მემანქანეთათვის ხელფასების გაზრდა.

თბილისის მეტროპოლიტენის საფინანსო დარგში დირექტორის მოადგილის მიხეილ მინასოვის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოთხოვნილი 15 მილიონის ნაცვლად, 5 მილიონ 240 ათასი გამოუყო, რაც არ იძლევა მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის საშუალებას.

მისივე თქმით, 2003 წლის 15 დეკემბრიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასები 20 პროცენტით გაეზარდათ, მეტროპლიტენის ხელმძღვანეობა მომავალი წლიდანაც გეგმავს თანამშრომლების ხელფასების ინდექსაციას, თუმცა გაისად რამდენით გაიზრდება ხელფასები, ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები