კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამოუკიდებელი ექსპერტი საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა

19 ნოემბერი, 2004

დამოუკიდებელი ექსპერტი საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა

 

თბილისი.18.11.04.მედია-ნიუსი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იუსტიციის სამინისტროს მისი საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევაში ადანაშაულებს.

 

„მგონი, ცოტა უხერხულია, როცა ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც თავის დროზე ექსპერტიზის შესახებ კანონპროექტზე მუშაობდა, ტელევიზიით იგებდეს ინფორმაციას სემინარზე, რომელზეც ექსპერტიზის კანონსა და სისტემის რეფორმირებაზეა მსჯელობა,“- აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი და დასძენს, რომ მას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი ინტერესი არ აქვს. „იუსტიციის მინისტრს აუცილებლად შევაქებ, თუ ის კარგ საქმეს გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერაფერს აკეთებს,“- განუცხადა „მედია-ნიუსს“ მაია ნიკოლეიშვილმა.

 

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მონიტორინგის ჯგუფს, რომელსაც პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში შესვლის და ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენის უფლება აქვს, მაია ნიკოლეიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ის პროფესიონალებით დაკომპლექტდება.

 

„მონიტორინგის ჯგუფი პირველად მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, როცა ის იუსტიციის მინისტრი იყო და ამ ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების ის სპექტრი იყო წარმოდგენილი, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობდა. როგორც ჩანს, ახალ მინისტრს, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ბალეტმეისტერების და მომღერლების აზრი უფრო აინტერესებს, ვიდრე პროფესიონალების.  სხვა შემთხვევაში ჯგუფში სხვა გამოცდილების ხალხს შეიყვანდა,“- აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

ახალი ამბები