კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს წყლებში თევზს უკანონოდ იჭერენ

22 ნოემბერი, 2004

 საქართველოს წყლებში თევზს უკანონოდ იჭერენ

თბილისი.19.11.04.მედია-ნიუსი. თურქეთისა და უკრაინის რესპუბლიკები საქართველოს წყლებში თევზჭერას უკანონოდ ახორციელებენ. ამ პრობლემაზე 19 ნოემბერს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე ითქვა, რომ სამრეწველო თევზჭერა დაშვებულია მხოლოდ სათანადო ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც თურქეთს არა აქვს, ხოლო უკრაინა დაწესებულ კვოტას აჭარბებს.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით იაკობიძის განცხადებით, თევზჭერა საქართველოში მოუწესრიგებელია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ზუსტად არ არის განსაზღვრული ის უწყება, რომელმაც თევზჭერა უნდა გააკონტროლოს.

ამასთან დაკავშირებით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც ორი კვირის ვადაში მოიპოვებს ზუსტ მასალებს, კონკრეტულად ვინ უნდა აკონტროლოს ეს საქმიანობა. მით უფრო, რომ პრეტენზიებს კონტროლზე რამდენიმე სამინისტრო გამოთქვამს: სოფლის მეურნეობისა და სურსათის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ცნობისთვის: საქართველოს შიდა წყალსატევებში ბინადრობს 80-ზე მეტი სახეობის თევზი, ხოლო შავი ზღვის აკვატორიაში 180-ზე მეტი სახეობის თევზი.

ახალი ამბები