კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა 90-მდე პატიმარი შეიწყალა

25 ნოემბერი, 2004

პრეზიდენტმა 90-მდე პატიმარი შეიწყალა

თბილისი.24.11.04.მედია-ნიუსი. საქართველოს პრეზიდენტს დაპირებისამებრ ვარდების რევოლუციის წლისთავზე 120 პატიმარი უნდა შეეწყალებინა, მათ შორის ქალები, არასრულწლოვანები და ხანდაზმული მსჯავრდებულები.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, სინამდვილეში პრეზიდენტმა 90-მდე პატიმარი შეიწყალა, შეწყალებიდან რამდენიმე საათში კი ერთი შეწყალებული ციხიდან გამოსვლამდე გარდაიცვალა.

ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ შეწყალება უნდა შეხებოდა არა ავადმყოფებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აქტირება (გათავისუფლება) მაინც ეხება, არამედ იმ პატიმრებს, რომლებიც რეალურად იმსახურებენ შეწყალებას. პრეზიდენტმა კი ის ხალხი შეიწყალა, რომლებიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისედაც აქტირებით უნდა გათავისუფლებულიყო.

პარლამენტარ ელენე თევდორაძის თქმით კი, პრეზიდენტმა ამნისტიის იმ ნაწილს მოაწერა ხელი, რომლითაც შეწყალებულთა რიცხვში მხოლოდ პატიმარი ქალები მოხვდნენ.

„ჩემი ინფორმაციით უკვე ორი მსჯავრდებული გარდაიცვალა, სწორედ ამის გამო მინდოდა დაჩქარებულიყო ამნისტიაზე ხელის მოწერა, თუმცა პრეზიდენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. გარდაცვლილთა ვინაობა ვიცი, მაგრამ არ დავასახელებ, მგონია რომ ახლა მათი ოჯახებისთვის ეს ძნელი მოსასმენი იქნება,“- განაცხადა ელენე თევდორაძემ „მედია-ნიუსთან“ საუბრისას.  

ახალი ამბები