დიაბეტით დაავადებულებს შესაბამისი პრეპარატები არ აქვთ
თბილისი.23.11.04.მედია-ნიუსი. საქართველოში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 48 200 ადამიანი. მათგან 14 279 – 40 წლამდე ასაკის და 33 921 - 40 წლის ზევით პაციენტია.
არასამთავრობო კავშირის „დიაბეტიკონის“ პრეზიდენტის მიხეილ ელიზბარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებული პაციენტები, რადგან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ შემოაქვს შაქრის დამწევი აბები ამ ტიპის დაავადებულთათვის.
„დღესდღეობით საქართველოში შემოდის მხოლოდ ინსულინი, რომელსაც დიაბეტის პირველი ტიპით დაავადებულები იყვნენ. ხოლო დიაბეტის მეორე ტიპის დაავადებულებისთვის არაფერი კეთდება,“ - განაცხადა მედია-ნიუსთან“ საუბრისას მიხეილ ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ ყოველ ორ წელიწადში დიაბეტით დაავადებულები ერთი თვის მანძილზე ატარებენ გამოკვლევების სრულ კურსს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენთან კი ასეთი რამ არ ხდება. „თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი აბებიდან ინსულინზე გადადის, მხოლოდ მაშინ აქვს უფლება 3-4 დღე დაწვეს საავადმყოფოში სახელმწიფო ხარჯებით და შეძლებისდაგვარად ჩაიტაროს გამოკვლევა,“- აცხადებს მიხეილ ელიზბარაშვილი.