კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენ პატიმრებს ციხიდან 4 იანვარს გაათავისუფლებენ

29 ნოემბერი, 2004

ჩეჩენ პატიმრებს ციხიდან 4 იანვარს გაათავისუფლებენ

თბილისი.23.11.04.მედია-ნიუსი. 25 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლომ ე.წ. ჩეჩნების საქმეზე საბოლოო განჩინება გამოიტანა. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ მათ სასჯელი შეუმსუბუქა. 4-4 წლიანი პატიმრობა ხანჩუკაევს, მაგამედოვს, ისაევს და კუშტანაშვილს 2 წლითა და 5 თვით შეეცვალა. ალიევს კი, იმის გამო რომ ის ნასამართლევია, 2 წლით 8 თვით.

ჩეჩენი პატიმრების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავდა. ადვოკატები თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებდნენ. ამ განაჩენით ხუთივე ჩეჩენს 4-4 წლით ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი.

ხანჩუკაევი, მაგამედოვი, ისაევი, კუშტანაშვილი და ალიევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2002 წლის ივნისში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და ქვეყანაში იარაღის შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით, როდესაც მათი რუსეთში ექსტრადაცია მზადდებოდა, ხუთივე მსჯავრდებულმა ციხის ადმინისტრაციას წინააღმდეგობა გაუწია და სწორედ ამ დაუმორჩილებლობის გამო მათ თავისუფლება 4-4 წლით აღეკვეთათ.

იმ დროისთვის, როცა ადვოკატებმა საკასაციო პალატაში სარჩელი შეიტანეს, ხუთივე მსჯავრდებულს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის და იარაღის შემოტანის ბრალდება მოხსნილი ჰქონდათ.

საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსთან“ საუბრისას ჩეჩნების ადვოკატმა თეა გადრანმა განაცხადა რომ მისი დასაცავები, ალიევის გამოკლებით, ციხიდან 2005 წლის 4 იანვარს გათავისუფლდებიან.

ახალი ამბები