კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარის საქმის გამო პროკურატურა სკანდალში ეხვევა

2 დეკემბერი, 2004

პარლამენტარის საქმის გამო პროკურატურა სკანდალში ეხვევა

მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ნოდარ ჯავახიშვილი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ევროსასამართლოში აპირებს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მან უკვე გააგზავნა სარჩელი  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების და სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ნოდარ ჯავახიშვილის ინტერესებს ევროსასამართლოში წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ამ ორგანიზაციის ადვოკატებმა ჯავახიშვილის საქმეში მთელი რიგი  დარღვევები აღმოაჩინეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის სასამართლოში საქმის ჯავახიშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტას.

საქმე ეხება 2000 წლის 5 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, როდესაც ნოდარ ჯავახიშვილი თბილისში თავისი კუთვნილი ავტომობილით დაეჯახა ფეხით მოსიარულე ალბერტ ფიორინგერს, რომელიც დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ჯავახიშვილი მოძრაობდა დაახლოებით 40-45 კმ/სთ სიჩქარით. იგი იყო ფხიზელ მდგომარეობაში და არ არღვევდა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილებებში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ალბერტ ფიორინგერი იყო დიდი დოზით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იდგა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე. მანქანის მიახლოებისას კი დაიწყო საგზაო ნაწილის გადაკვეთა, რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის დაბრკოლების შექმნას, იქ სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ნოდარ ჯავახიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მთელი რიგი საკანონმდებლი ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა. დარღვევები კი იმდენად სერიოზულია, რომ პროკურატურას სკანდალი არ ასცდება. „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ აღმოაჩინა, რომ ჯავახიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამჯერადაც შეჩერებულია, პროკურატურამ კი ყველა საპროცესო მოქმედება შეჩერებულ საქმეზე აწარმოა. კერძოდ, 2004 წლის 6 აგვისტოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლის დადგენილებით გაუქმდა 2000 წლის 5 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის შეჩერების შესახებ, რომელიც უკვე გაუქმებული იყო ჯერ კიდევ 2001 წლის 14 მაისის დადგენილებით. კანონის თანახმად, საქმის წარმოების გასაახლებლად  გამომძიებელი ვალდებული იყო, გაეუქმებინა სისხლის სამართლის საქმის შეჩერების შესახებ 2002 წლის 14 მაისის დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და ყველა საპროცესო მოქმედება, რაც განხორციელდა 2004 წლიდან 6 აგვისტოს შემდგომ უკანონოა.

ჯავახიშვილი 2004 წლის 12 აგვისტოს გლდანში, საკუთარ ნაკვეთში უშიშროების 4-მა თანამშრომელმა ყოველგვარი დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე დააკავა. მას ბრალი იმავე დღეს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის , რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება 7 წლამდე პატიმრობით. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ კი მეორე დღეს გასცა ნოდარ ჯავახიშვილის 3 თვის ვადით დაპატიმრობის ბრძანება.


არასამთავრორო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"

ახალი ამბები