კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარელი დეპუტატები სამი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ

6 დეკემბერი, 2004

აჭარელი დეპუტატები სამი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ

ბათუმი.02.12.04.მედია-ნიუსი. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები 1993 წელს თენგიზ ასანიძესთან ერთად დაკავებული სამი პირის: ჯინჭარაძის, ჯაბუასა და ოსიავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავენ და ითხოვენ საქმის თავიდან გადახედვას.

უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, მაშინ როცა თენგიზ ასანიძე გათავისუფლებულია და მან უკანონო პატიმრობისთვის საკმაოდ დიდი კომპენსაციაც მიიღო, მასთან ერთად დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვება ეჭვს იწვევს.

აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში ჯინჭარაძის, ჯაბუას და ოსიავას გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობას შეიტანს.

ახალი ამბები