კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა გაუგრძელეს

8 დეკემბერი, 2004

ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა გაუგრძელეს

თბილისი06.12.04.მედია-ნიუსი. 6 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს ვალერი ვაშაკიძეს პროკურატურის მოთხოვნით წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუგრძელა.

8 სექტემბერს სამართალდამცავებმა ვალერი ვაშაკიძე ლტოლვილებისთვის ყალბი მოწმობების გაცემის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ყალბი მოწმობების გაცემით სახელმწიფო 1.100.000 ლარით დაზარალდა.

მაშინ გენერალური პროკურატურის მოკვლევაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის საქმე 2 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან შესული მასალების საფუძველზე აღიძრა. საქმე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 1998-2004 წლებში სამახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

გამოძიების ინფორმაციით, 1998 წელს, ვაშაკიძის მინისტრობის პერიოდში, მან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაადგინა წესი, რის საფუძველზეც დაახლოებით 2002 პირმა მართლსაწინააღმდეგოდ ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ამ პირებზე 1998-2004 წლის მაისამდე საქართველოს ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 1.1000.000 ლარია გაცემული.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან პროკურატურამ 1998 წლის დოკუმენტაცია ამოიღო და ვალერი ვაშაკიძის მინისტრობის პერიოდში ხელმოწერილი იყო განკარგულება, რომლის თანახმადაც, იმ მამაკაცებს, რომლებმაც დევნილობის პერიოდში იქორწინეს, დევნილის სტატუსი მიენიჭათ მათ მეუღლეებსაც.

ახალი ამბები