კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ჟურნალისტის ქვრივის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

8 დეკემბერი, 2004

სასამართლომ ჟურნალისტის ქვრივის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისი.03.12.04.მედია-ნიუსი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სანაიას ქვრივის ხათუნა ჩხაიძის სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებასა და საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი მკვლელობის მოტივის გაუქმებას მოითხოვდა.

უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახალ ძიებაში არ დააბრუნა, თუმცა გააუქმა მკვლელობის მოტივი.

მოსამართლის თქმით, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში პროკურატურას შეუძლია ისევე მიმართოს საკასაციო პალატას.

„ჩემი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საოლქო სასამართლოს განაჩენი ნაწილობრივ გაუქმდა და რადგან უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ მოტივი არ არის დადგენილი, ამით ფაქტობრივად დაადგინა, რომ შესაძლებელია ეს შეკვეთილი მკვლელობა იყოს და პროკურატურასაც მიუთითა, იმუშაოს ამ საკითხზე,“- განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ სანაიას ქვრივმა ხათუნა ჩხაიძემ.

გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გრიგოლ ხურცილავას ადვოკატი კი თავის მხრივ, ხურცილავასთვის 13-წლიანი პატიმრობის შემსუბუქებას ითხოვდა, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ხურცილავას ადვოკატის დავით დადიანის თქმით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის: გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გრიგოლ ხურცილავას თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის ივნისში13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით, 30 ივლისს, საოლქო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა და მხოლოდ მკვლელობის მოტივი დააკონკრეტა. საოლქო სასამართლომ მკვლელობის მოტივად მსხვერპლის მხრიდან მსჯავრდებულის სექსუალური შეურაცხყოფის მცდელობა მიიჩნია.

ახალი ამბები