კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი შესაძლოა გაუქმდეს

9 დეკემბერი, 2004

ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი შესაძლოა გაუქმდეს

თბილისი.09.12.04.მედია-ნიუსი. თბილისის მერიის ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი შესაძლოა გაუქმდეს. ცენტრის ხელმძღვანელის ბელა სარიას განცხადებით, თბილისის 2005 წლის ბიუჯეტში ამ ორგანიზაციის დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტო „მედია-ნიუსთან“ საუბრისას სოციალურ საკითხებში თბილისის ვიცე-პრემიერმა ირაკლი თოდუამ განაცხადა, რომ ბავშთა უფლებების დაცვა და
მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება ქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

„როდესაც ქალაქის ახალ პრემიერს საკრებულო დაამტკიცებს, ჩვენ შევხვდებით მას და ვიმსჯელებთ, თუ რა სახის ბავშვთა უფლებების დამცველი სტრუქტურა გვესაჭიროება, რომ ამ
პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდეს. ეს შესაძლოა იყოს ცენტრის ან მრჩეველთა რამდენიმეკაციანი ჯგუფის სახით,“ - განაცხადა ირაკლი თოდუამ. მისივე თქმით, 2005 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა. 2005 წელს სპეციალისტები შეისწავლიან, რა სახის პრობლემებია ბავშვებთან მიმართებაში და 2006 წლისთვის კი ამ
პრობლემების მოგვარებაზე და ბავშვების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე თანმიმდევრული მუშაობა დაიწყება.

ახალი ამბები