კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაზრის მოვაჭრეებმა თამარ მეფის გამზირი გადაკეტეს

9 დეკემბერი, 2004

ბაზრის მოვაჭრეებმა თამარ მეფის გამზირი გადაკეტეს

თბილისი.08.12.04.მედია-ნიუსი. თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის (ე.წ. დეზერტირების ბაზარი) მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თამარ მეფის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დეზერტირების ბაზარში ვაჭრობა პრაქტიკულად არ არის, რადგან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები კვლავ თავისუფლად ვაჭრობენ. ისინი გარემოვაჭრეების ძალის გამოყენებით განდევნას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა რაიონის გამგებელი რამაზ სულამანიძე, რომლის თქმითაც, დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეთა მოთხოვნა კანონიერია, თუმცა იგი გარევაჭრობის ძალისმიერი მეთოდით აღკვეთას მიუღებლად მიიჩნევს.

დედაქალაქის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი 9 დეკემბრიდან გარევაჭრობის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მხოლოდ რაიონის გამგეობის ძალებით ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ამ საკითხის მოსაგვარებლად იგი თბილისის მერთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

ახალი ამბები