ადვოკატი ეკა ბესელია - ფინანსური პოლიციის წინააღმდეგ
თბილისი.08.12.04.მედია-ნიუსი. ადვოკატმა ეკა ბესელიამ დღეს გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის და საფინანსო პოლიციის ზედამხედველი პროკურორის გიორგი კაკულიას სახელზე საჩივარი შეიტანა.
ადვოკატი 7 დეკემბერს ფინანსურ პოლიციაში თბილისის მერიის განათლების სამოქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ნანა ჩაჩავას შვიდსაათიან „უკანონო დაკავებას“აპროტესტებს.
ბესელიას თქმით, ნინო ჩაჩავას გათავისუფლება მას შემდეგ მოხერხდა, რაც მან ფინანსური პოლიციის საქმიანობის ზედამხედველ პროკურორთან გიორგი კაკულიასთან დაკავშირება მოახერხა.
„ნინო ჩაჩავა ფინანსურ პოლიციაში ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად დაიბარეს და იქ შვიდი საათით აღუკვეთეს თავისუფლება. ახსნა- განმარტების მიცემა ნებაყოფლობითია და პოლიციას უფლება არ ჰქონდა ასე მოქცეულიყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ზემოდან მითითებებს ელოდნენ,“- აცხადებს ეკა ბესელია.
ადვოკატის განცხადებით, ნინო ჩაჩავას კონკრეტულად არაფერზე ედავებოდნენ. მას ეუბნებოდნენ, რომ რაღაც დოკუმენტებს ელოდნენ, რომელიც არა და არ მიიტანეს.
ნინო ჩაჩავას თბილისის სკოლების საწვავის მომარაგებისთვის ჩატარებული ტენდერის ერთ-ერთი მონაწილე ედავება.