კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი მძღოლები უმუშევრობას აპროტესტებენ

9 დეკემბერი, 2004

გორელი მძღოლები უმუშევრობას აპროტესტებენ

თბილისი.07.12.04.მედია-ნიუსი. ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გორელი მძღოლების საპროტესტო აქციამ გორიდან სახელმწიფო კანცელარიის წინ გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ოჯახებს ხელისუფლებამ ერთადერთი შემოსავლის წყარო მოუსპო. მძღოლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

ცნობისთვის: 6 დეკემბერს ანალოგიური მოთხოვნით გორელმა მძღოლებმა გორის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. ისინი პრეზიდენტის რწმუნებულის შიდა ქართლში მიხეილ ქარელის ინიციატივით შიდა ქართლის რეგიონში ჰოლანდიური ავტობუსების ჩაყვანას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰოლანდიურ ავტობუსებზე ახალი მძღოლები დაასაქმეს, თავად კი უმუშევრად დარჩნენ.

ახალი ამბები