არასამთავრობოები სიღარიბის დაძლევის პროგრამის მიმდინარეობით უკმაყოფილონი არიან
თბილისი. 14.12.04. მედია-ნიუსი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ერთი წლის ანგარიში წარადგინა.
კონფერენციას ესწრებიან აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა განცხადებითაც, საქართველოში პირველ რიგში სიღარიბე კი არა, სიღატაკე უნდა დაიძლიოს. მათივე თქმით, ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამა არაეფექტურად მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ეკომონიკის სამინისტრომ გამართა იმ რეფორმების პრეზენტაცია, რაც ამ პროგრამის ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა.