კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი პარლამენტარი დააკავეს

14 დეკემბერი, 2004

ყოფილი პარლამენტარი დააკავეს

აჭარის პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ მეგრელიშვილი დააკავა. „აღორძინების“ პოლიტიკურ მდივანს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბიუჯეტისადმი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.

საუბარია მილიონ ასი ათას ლარზე, რომელიც ერთი წლის წინ თბილისში შევარდნაძის მხარდასაჭერად გამართული აქციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. მაშინ თბილისში ბათუმიდან ჩაყვანილ აქციის მონაწილეებს დღეში 20-20 ლარს ურიგებდნენ. აჭარის პროკურორის კახა მაისურაძის განცხადებით, მეგრელიშვილი ამ თანხების ბიუჯეტიდან გამოტანისა და განკარგვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

აღორძინების ერთ-ერთი ცნობილი სახე წუხელ გვიან ღამით რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. გამომძიებლის განცხადებით, ყოფილი დეპუტატი ფაქტს არ უარყოფს, თუმცა დანაშაულად არ მიიჩნევს.

დაკავებულის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ განიხილავს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იაშა ჩავლეიშვილი და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შამილიშვილიც დააკავა.

ნესტან ცეცხლაძე ბათუმიდან

ახალი ამბები