კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ყოფილი მაღალჩინოსანი შესაძლოა დააკავონ

16 დეკემბერი, 2004

აჭარის ყოფილი მაღალჩინოსანი შესაძლოა დააკავონ

ფინანსურმა პოლიციამ შესაძლოა აჭარის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავოს. სისხლის სამართლის საქმე „აღორძინების“ ყოფილი გენერალური მდივნის, ასლან აბაშიძის ახლო ნათესავის ოსიკო გვარიშვილის მიმართ აღიძრა. აჭარის პარლამენტის ყოფილ ვიცე სპიკერს ბრალი ბიუჯეტისადმი გადასახადების დამალვაში ედება. ფინანსურმა პოლიციამ დღეს მისი კუთვნილი უმაღლესი სასწავლებლიდან ბუღალტრული დოკუმენტაცია ამოიღო. ფინანსური პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის მიხეილ მახარაძის განცხადებით ამ კომერციული სასწავლებლის სტუდენტები 1992 წლიდან წლიურად 100 ამერიკულ დოლარს იხდიდნენ, ბუღალტერიაში კი 100 ლარი ფიქსირდებოდა. ამასთან ამ წლების განმავლობაში გვარიშვილის თანამდებობრივი მდგომარეობის გამო საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა.

ფინანსურ პოლიციაში არ გამორიცხავენ ოსიკო გვარიშვილის დაკავებას, თუმცა ამ ეტაპზე იგი გამოძიებას ემალება.

ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი დღემდე ბათუმის ეკონომიკის, სამართლის ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინსტიტუტის პრორექტორია. სასწავლებელში იგი რამოდენიმე დღეა არ გამოჩენილა.


ოსიკო გვარიშვილი ერთადერთია ასლან აბაშიძის უახლოესი გარემოცვიდან, რომლის ქონების კანონიერების საკითხით გენერალური პროკურატურა დღემდე არ დაინტერესებულა.

ნესტან ცეცხლაძე ბათუმიდან

ახალი ამბები