კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეტროს ყოფილი პოლიციელების საქმეს სასამართლო იანვარში განიხილავს

21 დეკემბერი, 2004

მეტროს ყოფილი პოლიციელების საქმეს სასამართლო იანვარში განიხილავს

თბილისი.17.12.04.მედია-ნიუსი. 17 დეკემბერს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში მეტროპოლიტენის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების სარჩელთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.

მეტროპოლიტენის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები მათი სამსახურიდან დათხოვის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. სასამართლო მათი საქმის განხილვას 11 იანვარს დაიწყებს.

სასამართლო პროცესზე მეტროპოლიტენის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს ლეიბორისტული პარტიის იურისტი ქეთევან უსტიაშვილი დაიცავს.

მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი 3 ნოემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან და მათთვის ამის შესახებ მხოლოდ 8 ნოემბერს გახდა ცნობილი. სამსახურიდან დათხოვილი პოლიციელები კომპენსაციასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. 9 ნოემბერს მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეითი პატრულით ჩაანაცვლა.

ახალი ამბები