კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის ყოფილი ვიცე-პრემიერი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

21 დეკემბერი, 2004

ბათუმის ყოფილი ვიცე-პრემიერი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

თბილისი.16.12.04.მედია-ნიუსი. მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა ბათუმის ყოფილი ვიცე-პრემიერი და პორტის ყოფილი უფროსი ჯამბულ ნინიძე. როგორც ასლან აბაშიძის პრესმდივანი თამარ გუდავა აცხადებს, ნინიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით აბაშიძემ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

რუსი სამართალდამცავების თქმით კი, ნინიძის გატაცებასთან ან სხვა მიზეზით გაუჩინარებასთან დაკავშირებით კონკრეტული ვერსიები არ აქვთ, თუმცა მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე გაუჩინარების ფაქტზე უკვე აღიძრა.

ცნობისთვის: ჯამბულ ნინიძეს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონახევარი დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.


 

ახალი ამბები