კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული ოჯახის წევრები სიმართლის დადგენას ითხოვენ

21 დეკემბერი, 2004

საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული ოჯახის წევრები სიმართლის დადგენას ითხოვენ

თბილისი.16.12.04.მედია-ნიუსი. 24 ნოემბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო, ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ. სროლისას ადგილზე დაიღუპა 19 წლის ამირან რობაქიძე.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც გიორგი ქურდაძე, აკაკი ბართაია, კახაბერ აზარაშვილი, ლევან დანგაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან რობაქიძე ისხდნენ, პატრულმა საეჭვოდ მიიჩნია და მათ დაედევნა. ცეცხლი სწორედ მათი ავტომანქანიდან გახსნეს და პოლიციამაც გასროლით უპასუხა.

ამირან რობაქიძე ორი ტყვიით არის მოკლული. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავტომანქანიდან ორი ავტომატი, პისტოლეტი „კოლტი,“ ხელყუმბარა და ვაზნებია ამოღებული. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურას გადაეცა. გამოძიების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. საქმე აღძრულია სს კოდექსის 113-ე მუხლით (აუცილებელი მოგერიება), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარება) და 353 მუხლით (პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა).

საოლქო სასამართლოს კი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს გიორგი ქურდაძისთვის, აკაკი ბართაიასა და კახაბერ აზარაშვილისთვის. ლევან დანგაძეს და ირაკლი მიქაბერიძეს კი პოლიციის ზედამხედველობა აკმარეს.

საქმე ის არის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ხუთივეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა.

ახალგაზრდობის ახლობლების თქმით, ამ გადაწყვეტილებით განაწყენებულმა პროკურატურის თანამშრომლებმა სასამართლოზე ზემოქმედება მოახდინეს, რის შედეგადაც ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუტოვეს.

როგორც შემთხვევის დროს დაღუპული 19 წლის ამირან რობაქიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულად თითქმის ამირან რობაქიძის მკვლელი გამოჰყავთ. მოკლულის პაპის, ამირან რობაქიძის თქმით, ეს საქმე აბსურდულია და ტყუილზეა აგებული.

„გამოძიებას ჯერჯერობით დაკითხვებიც კი არ დაუსრულებია. ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და სიმართლის დასადგენად ყველა ინსტანციას მივმართავთ. ჩემი აზრით, საპატრულო პოლიციის არაკანონიერი ქმედება იმაშიც დადასტურდა , როცა დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ ყაჩაღებად შერაცხული ბიჭებს პატიმრობა არ შეუფარდა.

ვინაიდან ამას დიდი აჯიოტაჟი მოყვებოდა, გენერალური პროკურატურიდან სასწრაფოდ გაისმა ზარი და საოლქო სასამართლომ კი მათი დაკვეთა შეასრულა - დაკავებულებიდან სამს პატიმრობა შეუფარდა. ჩემი შვილიშვილი უდანაშაულო იყო. მას ჯიბეში ჯაყვაც არასდროს ჩაუდია,“- აცხადებს მოკლულის პაპა.

 დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ამირან რობაქიძე პისტოლეტის ორი ტყვიით არის მოკლული. ერთი ტყვია მას გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მეორე კი ზურგში აქვს მოხვედრილი.

ახალი ამბები