კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარი ფინანსურ პოლიციას დევნაში ადანაშაულებს

10 იანვარი, 2005

პარლამენტარი ფინანსურ პოლიციას დევნაში ადანაშაულებს

თბილისი.05.01.05.მედია-ნიუსი. პარლამენტარი ბეჟან გუნავა ფინანსური პოლიციის უფროსს დავით კეზერაშვილს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

დეპუტატის თქმით, დავით კეზერაშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც გაზეთ „ასავალ-დასავალში“ რამდენიმე თვის წინათ გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, სადაც იგი ფინანსური პოლიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბრობდა. კერზოდ კი, გუნავას ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა იმ ფირმებს, რომლებიც ტრანზიტითა და ექსპორტით არიან დაკავებულნი, გარკვეული თანხების რაღაც ანგარიშებზე გადარიცხვა მოსთხოვეს.

„ამას შემდეგ, დამირეკა ფინანსური პოლიციის ოპერატიული სამსახურის უფროსმა და დამემუქრა. მან ახსენა კომპანიები „მეგაჩაი“ და „მეგაფლოტი“ და ეს იყო მინიშნება, რომ თუ მე არ გავჩერდებოდი, ისინი ჩემს ძმას დაიჭერდნენ. ჩემი ძმა არის დამოუკიდებელი პიროვნება და ვიცი, რომ იგი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩაიდენდა,“- აღნიშნა ბეჟან გუნავამ.

თავად დავით კეზერაშვილი ბეჟან გუნავას ბრალდებებს უარყოფს.

ცნობისთვის: ფინანსურმა პოლიციამ ამ დღეებში პარლამენტარ ბეჟან გუნავას ძმის, ბიზნესმენ გოჩა გუნავას წინააღმდეგ გადასახადების დამალვისა და თანხების მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

 

ახალი ამბები