ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
თბილისი.07.01.05.მედია-ნიუსი. საქართველოს პრეზიდენტმა 2005-2006 წლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ბრძანებულების თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დროებით უწყებათაშორის კომისიას უშიშორების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი უხელმძღვანელებს.
პარლამენტმა კი უახლოეს მომავალში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმსჯელოს და განიხილოს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების საკითხი.