კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში შიდსის ინფიცირების 614 შემთხვევაა აღმოჩენილი

11 იანვარი, 2005

საქართველოში შიდსის ინფიცირების 614 შემთხვევაა აღმოჩენილი

 

თბილისი.10.01.05.მედია-ნიუსი. შარშან საქართველოში შიდსით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

2004 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია ამ ვირუსული ინფექციით დაავადების 614 შემთხვევა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა არაოფიციალური მონაცემებით 2500-მდე აღწევს. დაავადებულთაგან 503 მამაკაცია. პაციენტთა უმრავლესობა 21-დან 40 წლამდეა; გარდაცვლილია 111 პაციენტი.

 

საქართველოში შიდსის გავრცელების ყველაზე ხშირი შემთხვევები ნარკოტიკების ინტრავენურ მოხმარებაზე მოდის - 67,5 პროცენტი, 27 პროცენტი დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტით, 3,4 პროცენტი - ჰომოსექსუალური , 0,8 პროცენტი - სისხლისმიერი გზით, ხოლო 0,5 პროცენტის დაინფიცირების გზა დაუდგენელია.

 

შიდსის ვირუსის ინფიცირების ყველაზე მეტი - 240 შემთხვევა, თბილისშია გამოვლენილი, სამეგრელოში - 98, აჭარაში - 94, იმერეთში- 53, აფხაზეთში - 23, ფოთში - 14, კახეთში - 14, ქართლში - 22, გამოვლინდა ასევე უცხოეთის 22 მოქალაქე, აქედან 10 საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

 

გაეროს შიდსის პროგრამის მონაცემებით, საქართველო შიდსის ინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა მოსახლეობის ხუთ პროცენტს არ აღემატება. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ფართომასშტაბიან პრევენციულ ზომებს არ მიიღებენ, შესაძლოა, საქართველომ რუსეთის და უკრაინის ბედი გაიზიაროს; დღეისათვის ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში შიდსის ეპიდემიის ყველაზე სწრაფად გავრცელების ტემპით გამოირჩევა.

 

ცნობისთვის: საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს აფხაზეთში გამოვლინდა.

 

2005 წელს შიდსით ინფიცირების შემთხვევა აღმოჩენილი არ არის.

ახალი ამბები