კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გატაცებული ქართველები გალის მილიციაში იმყოფებიან

12 იანვარი, 2005

გატაცებული ქართველები გალის მილიციაში იმყოფებიან

ზუგდიდი.12.01.05.მედია-ნიუსი. ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან და გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებიდან აფხაზი კრიმინალების მიერ 11 იანვარს გატაცებული 17 ადამინი ამ დროისთვის გალის მილიციაში იმყოფება.

აფხაზი მილიციელები ქართულ მხარესთან კონტაქტზე არ მიდიან და შესაბამისად, უცნობია, რა მიზნით ჰყავთ გატაცებული ქართველები მილიციის გამყოფილებაში გადაყვანილი. მათი გათავისუფლების შესახებ აფხაზ სამართალდამცავებთან მოლაპარაკებებს მართავენ გაეროს სამხედრო დამკვირვებლები.

„ცხვირში მოხვდება ყველას, ვინც გაბედავს ქართული მოსახლეობის შეურაცხყოფას - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ზუგდიდის საზღვრისპირა ზოლში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - დღეს ველოდებით, რომ ყოველგვარი ზედმეტი პირობის გარეშე სახლში დაბრუნდეს ყველა გატაცებული. ჩვენი საქმე ის არის, ვარკვიოთ რომელმა დაჯგუფებამ გაიტაცა ქართველები. ყველას გაეცემა არა ადეკვატური, არამედ ძალიან მკაცრი და ხისტი პასუხი, ვინც მსგავს ქმედებას კვლავაც გაბედავს. ამ პერიოდისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეყვანილია ყველაზე ელიტარული საჯარისო ნაწილები,“- აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.

ახალი ამბები