კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი ოსი ჟურნალისტი კომენტარზე უარს აცხადებს

12 იანვარი, 2005

ნაცემი ოსი ჟურნალისტი კომენტარზე უარს აცხადებს

თბილისი.11.01.05.მედია-ნიუსი. ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ალან ფარასტაევი, რომელიც ოსმა სამართალდამცავებმა 30 დეკემბერს სასტიკად სცემეს, ცხინვალიდან სამკურნალოდ თბილისში, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნერვოლოგიურ განყოფილებაში გადმოიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მკურნალობის პირველი ეტაპის შემდეგ მას მეტყველება აღუდგა, თუმცა მეხსიერების სრულად აღდგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ალან ფარასტაევი ოსმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ სცემეს, რაც მან ჰუმანიტარული ტვირთის ქართული სოფლებისკენ ცხინვალის გავლით გატარება მოითხოვა. იგი ტვინის მძიმე შერყევის დიაგნოზით ერთი კვირა ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობდა. უამინდობის გამო, მისი ვლადიკავკაზში გადაყვანა გაჭიანურდა და ახლობლებმა მისი თბილისში ჩამოყვანა გადაწყვიტეს.


ცენტრის დირექტორის დავით პავლიაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ დეტალური ინფორმაციის გაცემისგან ის, ფარასტაევის ნათესავების მოთხოვნით, თავს იკავებს.

„პაციენტის ახლობლები ინფორმაციის გავრცელების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. მათ გამოგვიცხადეს, რომ ექიმების მხრიდან რაიმე სახის კომენტარის შემთხვევაში, პაციენტს საავადმყოფოდან გადაიყვანდნენ. კანონმდებლობა გვაიძულებს, „გავჩუმდეთ“,- განაცხადა „მედიანიუსთან“ საუბრისას დავით პავლიაშვილმა.

ახალი ამბები