კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა

17 იანვარი, 2005

ტრეფიკინგის მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა

თელავის პროკურატურამ ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები, დაღესტანში დაბადებული, ეროვნებით კუმიკი უ.ბ. დააკავა.

ტრეფიკინგის მსხვერპლი 30 წლის თელაველი ქვრივი აღმოჩნდა, რომელიც სამსახურში მოწყობის დაპირებით აღნიშნულმა პიროვნებამ თურქეთში გადაიყვანა და მეძავად გაყიდა. ქალს ფსიქოლოგიური ზეწოლით სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ.

გაყიდულმა ქალბატონმა თურქ სამართალდამცავებთან დაკავშირება მოახერხა და მათი დახმარებით სამშობლოში დაბრუნება შეძლო.

ქალის გატაცებაში ეჭვნიტანილი უ.ბ. ამჟამად თელავის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.

ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი უ.ბ. თავს დამნაშავედ არ სცნობს.


ახალი ამბები