კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულთა ცემის ფაქტები გახშირდა

27 იანვარი, 2005

დაკავებულთა ცემის ფაქტები გახშირდა

 

თბილისი.21.01.05.მედია-ნიუსი. თავისუფლების ინსტიტუტი პოლიციას ადამიანის უფლებათა დარღვევებში, კერძოდ კი დაკავებულთა ცემაში და წამებაში ადანაშაულებს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ შს სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის და გენერალური პროკურორის წარმომადგენლები.

 

არასამთავრობოთა ინფორმაციით, №1 საპყრობილეში 33 ადამიანია სხეულის დაზიანებით. აქედან 14 აცხადებს, თუ რა ვითარებაში და რომელი პოლიციელის მხრიდან მოხდა ზეწოლა. ქუთაისის №2 საპყრობილეში სხეულის დაზიანებით რვა ადამიანია მოთავსებული.

 

„თბილისში იანვრის თვეში 200-მდე დაკავებულს აღენიშნა სხეულის დაზიანება. პროკუტარურას გადაგზავნილი აქვს ოქმები, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ დაზიანება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ პროკურატურას არავინ დაუკავებია,“- განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ.

 

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის თეა თუთბერიძის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004 წლის დეკემბერში საპყრობილეში სხეულის დაზიანებით 21 ადამიანია შეყვანილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ანალოგიური დაზიანებით მარტო №1 საპყრობილეში 92 ადამიანია მოთავსებული.

 

უფლებადამცველები არასწორი ინფორმაციისთვის ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ახალი ამბები