კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციას ამიერიდან ომბუდსმენის წარმომადგენლები გააკონტროლებენ

27 იანვარი, 2005

პოლიციას ამიერიდან ომბუდსმენის წარმომადგენლები გააკონტროლებენ

თბილისი.19.01.05.მედია-ნიუსი. სახალხო დამცველის აპარატში მონიტორინგის საბჭოები 12 იანვრიდან 24-საათიან მუშაობას შეუდგა.

საბჭოები დაკომპლექტებულია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ისინი შს სამინისტროს სამმართველოებსა და შს განყოფილებებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს განახორციელებენ.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მონიტორინგის საბჭოების ათდღიანი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. მისი თქმით, გამოვლენილია დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლის 15 ფაქტი, მათგან მხოლოდ ერთი, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოში დაკავებული მოქალაქე ჯონი ბრეგვაძე აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავებისას განხორციელდა. დანარჩენ შემთხვევაში დაზარალებულთა უმრავლესობა არ ადასტურებს დაკავების დროს მათზე ფიზიკურ ზემოქმედებას და აცხადებს, რომ მათ სხეულის დაზიანება ან დაკავებამდე, ანდა წინასწარი დაკავების ადგილზე მიიღეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, აღმოჩენილია შემთხვევა, როდესაც პოლიციის განყოფილებაში არსებობდა ორი სააღრიცხვო ჟურნალი, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთში ფიქსირდებოდა დაკავებული. „ორი ჟურნალის არსებობა დაკავების ფაქტების დაფარვის გამო ხდებოდა. პოლიცია ამით შესაძლებლობას იტოვებდა ქრთამი აეღო დაკავებულისაგან,“- აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ოფისში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ტელეფონის ნომერია 99-58-98. ამ ნომერზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ აცნობოს სახალხო დამცველის აპარატს.

მონიტორინგის საბჭოების მიერ გამოვლენილი არაერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება და რეაგირებისათვის გადაეცემა პროკურატურას, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალი ამბები