მოსამართლემ სასამართლოს თავმჯდომარე დაჭრა
28.01.2005
მოსამართლემ სასამართლოს თავმჯდომარე დაჭრა
თბილისი.25.01.05.მედია-ნიუსი. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ზურაბ რუხაძე მისივე კოლეგამ, ამავე რაიონის მოსამართლემ გაიოზ სინჯიკაშვილმა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გაიოზ სინჯიკაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იარაღით ემუქრებოდა თანამშრომლებს.სიტუაციის განსამუხტად საქმეში ჩაერია სასამართლოს თავმჯდომარე, რის შემდეგაც გაიოზ სინჯიკაშვილმა იარაღი გამოიყენა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ზურაბ რუხაძე ამჟამად მე-8 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო გაიოზ სინჯიკაშვილი მიმალვაშია.
რაიონის პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას