კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური ამნისტიის შედეგად 250-მდე სისხლის სამართლის საქმე დაიხურება

28 იანვარი, 2005

ფინანსური ამნისტიის შედეგად 250-მდე სისხლის სამართლის საქმე დაიხურება

თბილისი.25.01.05.მედია-ნიუსი. 25 იანვრიდან ფინანსური ამნისტია ძალაში შევიდა, რომელსაც დაახლოებით 250-მდე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოჰყვება.

გენერალური პროკურორის მოადგილის კახა კობერიძის ინფორმაციით, ამ საქმეთა უმრავლესობა წინასწარ გამოძიებაშია, ზოგიერთი კი უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი.

მისივე ინფორმაციით, პატიმრობიდან პირველ რიგში, გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც სამეწარმეო დანაშაულის ჩადენის გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურა კონკრეტული გვარების დასახელებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე აცხადებს, გამორიცხული არ არის, ზოგიერთმა მათგანმა თავი დამნაშავედ არ ცნოს, უარი თქვას ფინანსური ამნისტიის მასთან მიმართებაში გამოყენებაზე და საქმის არსებითი გამოძიება მოითხოვოს.

მისივე თქმით, გათავისუფლებულთა სავარაუდო სია უკვე არსებობს, თუმცა მათ გათავისუფლებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ამის მიუხედავად, როგორც კობერიძე აცხადებს, ამნისტია მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდება.

ცნობისთვის: კანონის თანახმად, ფინანსური ამნისტია ეხება იმ კერძო პირებსა და კომპანიებს, რომლებმაც უკვე მოახდინეს დამალული შემოსავლების ლეგალიზაცია, ვინც ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და სხვა.

ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა ახალი წლის წინა დღეებში მიიღო, ხოლო პრეზიდენტმა მას ხელი 24 იანვარს მოაწერა.

ახალი ამბები