კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამნისტიის შესაბ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

31 იანვარი, 2005

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამნისტიის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

უკანასკნელ პერიოდში ფართოდ გახმაურებული ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის განხილვის პროცედურა 2004 წლის 24 დეკემბერს „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ აღნიშნული კანონი უსამართლოა და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

კანონი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს იმ გადამხდელებს, რომელთაც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებული, დარიცხული და აღრიცხული, მაგრამ გადაუხდელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები აქვთ. ფინანსური ამნისტია ამოქმედდა მხოლოდ იმ გადამხდელების მიმართ, რომელთაც 2004 წლის 1 იანვრამდე „გაურკვეველი გზებით მოახერხეს“ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო და საბაჯო ვალდებულებებისაგან თავის არიდება. შესაბამისად, აღნიშნული კანონი გადამხდელებს უთანასწორო პირობებში აქცევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე და 38-ე მუხლებს.

შექმნილ ვითარებაში, კანონით დადგენილი უთანასწორობის აღმოფხვრის ერთადერთი, ჩვენ ხელთ არსებული მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სარჩელით მიმართავს მას და შესაბამისი ნორმების გაუქმებას მოითხოვს.

ახალი ამბები