კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

3 თებერვალი, 2005

გორში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

თბილისი.02.02.05.მედია-ნიუსი. 1 თებერვალს, გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა. დაზიანებულია სამხარეო პოლიციის შენობა და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები. ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა 80-100 კილოგრამი ტროტილი და პლასტიკური მოწყობილობა, რომელთა ამოქმედება დისტანციური მართვით განხორციელდა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კომენტარი გააკეთა გორში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით და მას კარგად მომზადებული ტერაქტი უწოდა. „ეს აფეთქება იმ ადამიანების მოწყობილია , ვისაც არ სურს საქართველოში მშვიდობის დამყარება,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილთა და დაღუპულთა მონაცემები გაავრცელა. მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის განცხადებით, დაღუპულია სამი მამაკაცი. სამინისტროს მონაცემებით, გორის საავადმყოფოს 16-მა დაზარალებულმა მიმართა, თუმცა სტაციონალური დახმარება არ დასჭირვებიათ.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი მიიჩნევს, რომ გორში მომხდარი აფეთქება იმ პირების ორგანიზებულია, ვისაც სამშვიდობო ინიციატივა ხელს არ აძლევს. „როგორც ჩანს, სურთ ვითარება ისე დაძაბონ, რომ მოსახლეობისათვის სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმა მიუღებელი იყოს, - აცხადებს კოტე გაბაშვილი და არ გამორიცხავს, რომ აფეთქებაში რუსეთიც მონაწილეობდეს. 

საქართველოს მთავრობის 2 თებერვლის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გორში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას თქმით, ეს იყო არაადამიანური დანაშაული, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ ტერორისტების ბნელ განზრახვას სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. „ტერაქტის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში პანიკის დათესვა იყო. მათ შორს მიმავალი გეგმები ამოძრავებდათ და ბუნებრივია, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ორგანიზებული. გორში დღესაც გრძელდება სამართალდამცავების დაძაბული მუშაობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამაში ქართველები მონაწილეობდნენ ან რაიმე კვალს ცხინვალში მივყავდეთ. ცხინვალში განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატეს გორში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით. ჩნდება სერიოზული კითხვის ნიშნები - ვის აქვს ჩაფიქრებული ახალი დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში და ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ექსპერტიზა შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვისაც გრძელდება. დადგენილია იმ მსუბუქი ავტომანქანის მფლობელის ვინაობა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. დგინდება, თუ ვის შეიძლებოდა ავტომანქანა აფეთქებისთვის გამოეყენებინა.

 

ახალი ამბები