კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

10 თებერვლიდან ჯარში წვევამდელთა გაწვევა დაიწყება

8 თებერვალი, 2005

10 თებერვლიდან ჯარში წვევამდელთა გაწვევა დაიწყება

თბილისი.06.02.05.მედია-ნიუსი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლის საგაზაფხულო გაწვევის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც 1 თებერვლიდან დაიწყო, 10 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც წვევამდელებს უშუალოდ სამხედრო ქვედანაყოფებში გაიწვევენ.

გეგმის მიხედვით, გასაწვევთა რაოდენობა 4 500-ს შეადგენს, საიდანაც 200 თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შინაგან ჯარში, დანარჩენი კი სხვა შენაერთებში გადანაწილდნენ.

ძალაში რჩება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების 200-ლარიანი და საერთოდ გათავისუფლების 2000-ლარიანი მოსაკრებლები, რომელთა გადახდაც წვევამდელებს გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში შეეძლებათ.

საგაზაფხულო გაწვევა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ახალი ამბები