კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „აჭარას“ დევნილთა ხუთი ოჯახი არ ტოვებს

8 თებერვალი, 2005

სასტუმრო „აჭარას“ დევნილთა ხუთი ოჯახი არ ტოვებს

თბილისი.07.02.05.მედია-ნიუსი. სასტუმრო „აჭარაში“ დარჩენილი აფხაზეთიდან დევნილი 17 ოჯახიდან, რომლებიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უნდა დაეკმაყოფილებინა, რვა ოჯახმა სასტუმრო უკვე დატოვა. მათ ინვესტორმა სასტუმროდან გასვლის სანაცვლოდ ათას-ათასი დოლარი გადასცა.

ამ დროისთვის სასტუმრო „აჭარაში“ კიდევ რჩება ხუთი ოჯახი, რომლებიც შენობის დატოვებას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

სასტუმრო „აჭარიდან“ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წარმომადგენელმა ომარ აბულაძემ „მედია-ნიუსს“ განუცხადა, რომ 17 ოჯახიდან, რომლებიც საცხოვრებელი ფართით უნდა დაკმაყოფილდნენ, ოთხი ოჯახი სიიდან ამოიღეს, რადგანაც მათ უკვე ჰქონდათ ინვესტორისგან კომპენსაციის სახით შვიდი ათასი დოლარი აღებული და სიაში შეცდომით იყვნენ შეყვანილნი.

„ჩვენმა კომისიამ ლტოვილთა და განსახლების სამინისტროში უკვე გადააგზავნა იმ 13 ოჯახის სია, რომლებიც საცხოვრებელი ფართით უნდა დაკმაყოფილდეს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ზემოთ აღნიშნული ოჯახები ბაგების სტუდქალაქში დავასახლოთ. სასტუმროში დარჩენილ ხუთ ოჯახს ვურჩევ, რომ ინვესტორისგან აიღონ ის ათასი დოლარი, დატოვონ სასტუმრო და სამომავლოდ ჩვენ მათ საცხოვრებელი ფართით აუცილებლად დავაკმაყოფილებთ,“- განაცხდა ომარ აბულაძემ.

ცნობისთვის: სააქციო საზოგადოება „აჭარის“ დირექტორმა თემურ უგულავამ სასტუმრო „აჭარაში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს 7-7 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა დაეტოვებინათ სასტუმრო.

 

ახალი ამბები