კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალთა ახალი საპყრობილე გაიხსნა

10 თებერვალი, 2005

ქალთა ახალი საპყრობილე გაიხსნა

თბილისი.08.02.05.მედია-ნიუსი. თბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე, ევროსტანდარტების შესაბამისი ქალთა საპყრობილე გაიხსნა. საპყრობილე 120 მსჯავრდებულზეა გაანგარიშებული, საკნები კი 4 და 6 ადგილიანია.

ახალი საპყრობილე აღჭურვილია საშხაპეებით და გათბობის თანამედროვე სისტემებით, პატიმრებს საშუალება ექნებათ ასევე მედიკამენტური და ფსიქოლოგიური დახმარებაც მიიღონ.

ამ ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალებს მოათავსებენ და ორთაჭალის ციხიდან მათი გადმოყვანა 2-3 დღეში დაიწყება.

„საპყრობილე მთელი რეგიონისთვის სიახლეა, მასში ყველა პირობაა იმისათვის, რომ პატიმრებმა თავი ადამიანებად იგრძნონ,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე დაიწყება არასრულწლოვანთა ციხის მშენებლობაც, სადაც პატიმრებს მოძველებული ინფრასტრუქტურის მქონე ორთაჭალის საპყრობილიდან გადმოიყვანენ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთავის ციხის რეაბილიტაციის დაწყება, რომელსაც ევროკომისია დააფინანსებს. რამდენიმე თვეში კი დასრულდება ქუთაისში 1500 პატიმარზე გათვლილი ახალი ციხის მშენებლობა.

მინისტრი აცხადებს, რომ დაახლოებით 1-1.5 წელიწადში ყველა საპყრობილეში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება.

 

ახალი ამბები