კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბერძნეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

11 თებერვალი, 2005

საბერძნეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

თბილისი.11.02.05.მედია-ნიუსი. ქვეყანაში ემიგრანტების უკანონოდ შეყვანაში დადანაშაულებული გემ „ნანას“ ოთხი მეზღვაური - დავით მიქაძე, ნოდარ სარიშვილი, ზაურ ჯულუხიძე და სერგო ლობაჩოვი, საქართველოში დაბრუნდა.

ცოტა ხნის წინათ საბერძნეთში გამართულ სასამართლო პროცესზე ქართველი მეზღვაურების ინტერესებს ბერძენი ადვოკატი იცავდა. პატიმრობაში რჩება გემის კაპიტანი შალვა ვადაჭკორია. მისი ექსტრადირება დაახლოებით 6 თვეში მოხდება.

გემი „ნანა“ საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში 2004 წლის 14 იანვარს დააკავეს. წელს, 25 იანვარს გამართულ პროცესზე ეკიპაჟის წევრებს ბრალდება - 153 ინდოელი ემიგრანტის საბერძნეთში უკანონოდ შეყვანა დაუმტკიცდათ. ამასთან, გემის კაპიტანს გემის ყალბი საბუთები აღმოაჩნდა. ამიტომ სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. პატიმრების თითოეული დღე 4.40 ევროდაა შეფასებული. თუ ქართული მხარე ამ თანხას (დაახლოებით 15 ათასი ევრო) გადაიხდის, ვადაჭკორიას გაათავისუფლებენ.

სასამართლომ რამდენიმე თვის წინათ გემის კაპიტანს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანარჩენს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

25 იანვარს პროცესზე მათ განაჩენი ქვეყნიდან გაძევებით შეეცვალათ. ექვსი დაკავებული მეზღვაურიდან ერთი რევაზ ანთია 2004 წლის აპრილში გარდაიცვალა.

ახალი ამბები