კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის განყოფილებებში 137 დარღვევა აღმოაჩინეს

11 თებერვალი, 2005

პოლიციის განყოფილებებში 137 დარღვევა აღმოაჩინეს

თბილისი.10.02.05.მედია-ნიუსი. სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა პოლიციაზე ზედამხედველობის საზოგადოებრივმა საბჭომ 12 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით თბილისის მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად პოლიციის განყოფილებებში 137 დარღვევა დააფიქსირა.

აქედან ადამიანის უფლებების დარღვევის საერთო რაოდენობა 89, პროცესუალურის კი - 58.

მონიტორინგის განხორციელების პროცესში გაირკვა, რომ 28 დაკავებულს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, თუმცა მათგან მხოლოდ ხუთი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლას, შვიდი დაკავებულის თქმით კი, პოლიცია მასზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, დაკავებულებს საკუთარ უფლებებს არ განუმარტავდნენ. ოთხს არ მიეცა ტელეფონით დარეკვის საშუალება, 14 პატიმარს კი- ეჭვმიტანილად ცნობის ასლი არ ჩაბარდა.

უფლებაშელახულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენდნენ, იყვნენ არასრულწლოვანებიც, რომელთა საქმის შესწავლაც მიმდინარეობს. მონიტორინგმა გამოავლინა დაკავებულთა სარეგისტრაციო ჟურნალის არასწორად წარმოების 56 შემთხვევა. ორკვირიანი მონიტორინგის მანძილზე ვიზიტების რაოდენობამ 179 შეადგინა და საშუალოდ დღეში პოლიციის შვიდი განყოფილების შემოწმება ხდებოდა.

ახალი ამბები