კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიაბერაშვილს და ბეგაშვილს მასმედიის მუშაობა არ მოსწონთ

14 თებერვალი, 2005

ჭიაბერაშვილს და ბეგაშვილს მასმედიის მუშაობა არ მოსწონთ


თბილისი.მედია ნიუსი.14.02.05. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი და დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მასმედიის მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ბეგაშვილის განცხადებით, მასმედია დედაქალაქში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს ნაკლებად აშუქებს და ყურადღებას ძირითადად საკრებულოში ზოგიერთი დეპუტატის არაკორექტულ გამონათქვამებსა და ქმედებებზე ამახვილებს.

თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი მასმედიას ურჩევს, უფრო მეტად საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებით დაინტერესდეს, ვიდრე „ლანძღვა-გინებით“.

საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ბეგაშვილის მითითებით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამიერიდან ვიდეოფირზე გადაიღებს საკრებულოსა და მთავრობის მიერ საზოგადოებისათვის საინტერესო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და შემდეგ ტელევიზიით გააშუქებს.

ახალი ამბები