კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება

16 თებერვალი, 2005

საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება

თბილისი.15.02.05.მედია ნიუსი. ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხებოდა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას, კერძოდ კი ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირებას.

5 ნაწილისა და 32 მუხლისგან შემდგარი კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა მოახდინოს.

ევროსაბჭოს მხრიდან შეხვედრებს სწორედ ამ კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის პრეზიდენტი ესბორნ ეიდი, წევრები ბორის სილევიჩი და სტეფან მარშალი მართავდნენ.

შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ელენე თევდორაძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრებს აინტერესებთ, როგორ ემზადება საქართველო კონვენციის რატიფიცირებისათვის და რამდენად შევძლებთ დათქმულ დროში მის რატიფიცირებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის თქმით კი, მათ რატიფიცირებისათვის თარიღის გადაწევა ითხოვეს, ვინაიდან კონვენციაში არის მუხლები, რომელიც ქართული მხარისთვის სირთულეს წარმოადგენს.

ახალი ამბები