ტყიბულის მოსახლეობა ელექტროენერგიას მოითხოვს
ტყიბული.16.02.05. მედია ნიუსი. ტყიბულში ელექტროენერგიის მოთხოვნით 16 თებერვალს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ტყიბულს ელექტროენერგია ერთი კვირაა არ მიეწოდება.
საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ტყიბულის ფილიალში ამის მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ენერგოკრიზისს ასახელებენ და მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ათი დღის განმავლობაში ტყიბულს ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება აღუდგება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შაორჰესის გადაკეტვითა და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.