დაბა ჯვრის მოსახლეობა საპროტესტო აქციას აწყობს
წალენჯიხა. 17.02.05. მედია ნიუსი. ელექტროენერგიის მოთხოვნით წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვრის მოსახლეობამ 17 თებერვალს მაგანას ხიდი გადაკეტა. მოსახლეობის განცხადებით, მათ დენი უკვე ოთხი დღეა არ მიეწოდებათ.
აქციას მოგვიანებით სკოლის მოსწავლეები და სამედიცინო პერსონალიც შეუერთდა, რის გამოც სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობა შეწყდა.
„სანატრელი გაგვიხდა დენი. აქამდე დღეში რამოდენიმე საათს მაინც გვაძლევდნენ. არ დავიშლებით, ვიდრე ნორმალურ პასუხს არ მივიღებთ“,- აცხადებენ აქციის მონაწილენი.