კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოთმინებას ურჩევს

22 თებერვალი, 2005

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოთმინებას ურჩევს

თბილისი.21.02.05.მედია-ნიუსი. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მთავრობის მიერ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების დარბევით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ „ხელისუფლება მიტინგებისა და მანიფესტაციების მიმართ უფრო მომთმენი უნდა იყოს.“

„ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია არ ზღუდავს ასეთ ღონისძიებებს, თუმცა უკვე იყო რამდენიმე პრეცენდენტი, როდესაც მოხდა მათი ძალით აღკვეთა. ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის აღძვრას,“- განაცხადა სუბარმა.

მან განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ახალციხეში უნივერსიტეტის რექტორის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე; დაარბიეს ის სტუდენტები, რომლებიც მნიშვნელოვანი მანიფესტაციით თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ. რამდენიმე მათგანი სამართალდამცავებმა დააკავეს და მცდელობა ჰქონდა მათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დასჯას. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია, ეს აღარ განხორციელებულა.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, იგი არ აკეთებს კომენტარს რექტორის მერაბ ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით, რადგან მისი ბრალეულობის დადგენა შესაბამისი უწყებების საქმეა. მაგრამ რაც შეეხება სტუდენტებს, თუ მათ წინააღმდეგ კიდევ იქნება მიმართული რაიმე ღონისძიებები, სახალხო დამცველის ოფისი დაუყოვნებლივ ჩაერთვება საქმის ვითარებაში.

ახალი ამბები