კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხიდან გაქცეული საპასუხო სროლისას მოკლეს

24 თებერვალი, 2005

ციხიდან გაქცეული საპასუხო სროლისას მოკლეს

თბილისი.23.02.05.მედია-ნიუსი. ღონისძიება „ხაფანგი-2005“-ის პირველი ეტაპის გატარებისას სამძებრო სამმართველოს და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევისთვის ძებნილი, 32 წლის ზორბეგ მელქაძე, რომლისგანაც ამოიღეს „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 7 ვაზნით და ხელყუმბარა „ფ“-1.

დაკავებისას ასევე თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევისთვის ძებნილმა, 26 წლის ვლადიმერ ხოშტარიამ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და საპასურო სროლისას ლიკვიდირებულ იქნა. მისგან ამოიღეს „პსმ“-ს სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი და ხელყუმბარა „ფ“-1. დადგინდა, რომ ხოშტარიამ 28 იანვარს წერეთლის გამზირზე დააყაჩაღა თ. წიქიაშვილი.

საქმეს იძიებს პროკურატურა.

ახალი ამბები