კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილები სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვენ

25 თებერვალი, 2005

ჩეჩენი ლტოლვილები სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვენ

თბილისი.25.02.05.მედია ნიუსი. საქართველოს სახალხო დამცველს ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა 80-მა ადამიანმა სტატუსის მიღების საქმეში დახმარება სთხოვა.

ლტოლვილები მიიჩნევენ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ყოველწლიური აღწერის შედეგად მათ უსამართლოდ შეუწყვიტა ლტოლვილის სტატუსი და შესაბამისად, სტატუსიდან გამომდინარე, შეღავათების გარეშე დარჩნენ.

ლტოლვილები საქართველოს მთავრობიდან 14-ლარიან შემწეობას და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულ დახმარებებს იღებენ. გარდა ამისა, პანკისში ჩასახლებული ლტოლვილი ჩეჩნებისათვის სპეციალური რუსულენოვანი სკოლაა გახსნილი.

ვითარების გასარკვევად 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პანკისის ხეობაში გაემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მოსახლეობასთან. გარდა ამისა, სოზარ სუბარი მათ ზოგად პრობლემებსაც გაეცნობა.

სახალხო დამცველთან ერთად, პანკისში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებიც გაემგზავრებიან.

ახალი ამბები