ცვლილებები პროფკავშირების შესახებ კანონში
პროფკავშირის წევრთა ხელახალი რეგისტრაცია 15 აპრილამდე უნდა ჩატარდეს. მონიტორინგს კი ამ პროცესზე იუსტიციის სამინისტრო განახორციელებს.
ხელახალი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნად პროფკავშირების საქმიანობის გაუმჯობესება და მათი წევრების ინტერესთა დაცვა სახელდება. კანონპროექტის ავტორთა აზრით, აუცილებელია იმ პირთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, რომლებიც პროფკავშირებში არიან გაერთიანებული.