კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი მარნეულში მომხდარ მოვლენებს იკვლევს

2 მარტი, 2005

სახალხო დამცველის აპარატი მარნეულში მომხდარ მოვლენებს იკვლევს

თბილისი.01.03.05.მედია-ნიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დაკავებულთა ახლობლებმა დახმარება სთხოვეს.

სამართალდამცავებმა წალკაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რვა პირი დააკავეს და მარნეულის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული მონიტორინგის საბჭოს წევრები ვითარების გასარკვევად 26 თებერვალს, საჩივრის მიღებისთანავე გაემგზავრნენ მარნეულში. ადგილზე ჩასულმა მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სასტიკად ნაცემი 20 წლის ელდარ ნარსავიძე მოინახულეს. იგი ჯერ დაკავებისას, თბილისის რკინიგზის სადგურზე, მატარებლის ვაგონში სცემეს, შემდეგ მარნეულის პოლიციაში გადაიყვანეს და იქ გააგრძელეს მისი ცემა,- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ეჭვმიტანილს მძიმე ფიზიკური დაზიანებები აქვს და თავის ტკივილებსაც უჩივის. სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ნარსავიძის სამედიცინო შემოწმება მოითხოვა, რაზეც პოლიციის მხრიდან უარი მიიღო.

დაკავებულ დავით თამლიანთან ადვოკატმა შესვლა მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის ჩარევის შედეგად მოახერხა. თამლიანმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მასზეც მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა.

ეჭვმიტანილთა დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან სხვა კანონდარღვევებსაც ჰქონდა ადგილი. დაკავებულებს არ განუმარტეს მათი უფლებები, არ მისცეს ტელეფონზე დარეკვის საშუალება, არ გადასცეს ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილების ასლი.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები ცალ-ცალკე გაესაუბრნენ ყველა დაკავებულს და შეადგინეს ოქმები. საქმის სრული გამოძიების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული მასალები რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.

ახალი ამბები